🎶 მცენარეების მუსიკა - (ბიო ელექტრო იმპულსური მუსიკა) სათავეს იღებს 1970-იანი წლებიდან, როცა დაიწყო მცენარეთა ელექტროაქტივობის კვლევა (წიგნი “The Secret Life of Plants”). შემდეგ ტექნოლოგიამ განავითარა სპეციალური ინსტრუმენტები, როგორებიცაა, მაგალითად, “Music of the Plants”.
მცენარეები გამოყოფენ ძალიან სუსტ ელექტრულ იმპულსებს — ეს არის მათი შინაგანი ცხოვრების (უჯრედული მოძრაობის, წყლის დინების, ფოტოსინთეზის და ა.შ.) ელექტროაქტივობა. სპეციალური სენსორები ებმება მცენარის ფოთლებსა და ფესვებს, აღიქვამს მათ ელექტრო სიგნალებს და ეს სიგნალები გარდაიქმნება მუსიკალურ ნოტებად, ხმოვან რითმებად და მელოდიებად. ამ მუსიკის მოსმენა ეხმარება ადამიანს ბუნებასთან ღრმა, მედიტატიური და ემპათიური კავშირის ჩამოყალიბებაში.
დიჯირიდუ თერაპია ემყარება უძველეს აბორიგენულ პრაქტიკას, რომელიც იყენებს დაბალი სიხშირის ბგერით ვიბრაციებს სხეულის ენერგეტიკული ცენტრების გასააქტიურებლად და ნერვული სისტემის დასამშვიდებლად.
დიჯირიდუს უწყვეტი ტონი ქმნის ჰარმონიულ რეზონანსს სხეულის სითხეებსა და უჯრედულ სტრუქტურებში, რითაც აძლიერებს სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას, ამცირებს კუნთოვან დაძაბულობას და ააქტიურებს ორგანიზმის თვითგანკურნების მექანიზმებს.
✨ სესიის სარგებელი:
• სტრესის და შფოთვის შემცირება
• ტვინის ტალღების დაბალ დიაპაზონში (ალფა-თეტა) გადასვლა
• ენერგეტიკული ბალანსის აღდგენა
• სხეულის ვიბრაციული აღგზნების ჰარმონიზაცია
• ბუნებასთან და საკუთარ შინაგან მდგომარეობასთან გაერთიანების განცდა
სესია წარმოადგენს ამ ორი უძლიერესი პრაქტიკის საავტორო სინთეზს, რომელიც პირველად ტარდება ჩვენს რეალობაში.სწორედ ასეთ გამორჩეულ მედიტაციაზე გიწვევთ ჩვენთან, დასწრების ღირებულებაა 90ლ.ბილეთის შეძენა ხდება წინასწარი გადმორიცხვით მითითებულ ანგარიშის ნომერზე.გთხოვ დაასრულო თანხის გადახდა ამ ბმულის შევსებისას.
რეგისტრაციის ბმული:
https://forms.gle/wTdAqZ2QkSNFdTep7
You may also like the following events from SHEN: